13 ივლ 2015
EBRD მიესალმება მარიამ მეღვინეთუხუცესის ინვესტორთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნას
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ადასტურებს, რომ ინვეტორთა საბჭოს სეკრეტარიატის მმართველი შერჩეულია. კონკურენტული შესარჩევი პროცესის შედეგად, EBRD-ის მკაცრი პოლიტიკის შესაბამისად და EBRD–ის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთსულოვანი რეკომენდაციის შედეგად, საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც მარიამ მეღვინეთუხუცესი დაინიშნა საქართველოს ინვესტორთა კავშირის ხელმძღვანელად.