სამშენებლო სექტორის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა

01 მარ 2022

2022 წლის თებერვალში, სამშენებლო სექტორთან დაკავშირებული დაბრკოლებების გადასაჭრელად, ინვესტორთა საბჭომ სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელიც  სამშენებლო სექტორის მარეგულირებელ ჩარჩოში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და კერძო სექტორისთვის საოპერაციო კლიმატის შემსუბუქებისათვის საჭირო  რეკომენდაციების შეთავაზებას ისახავს მიზნად.

სამუშაო ჯგუფის პირველი ონლაინ შეხვედრა 2022 წლის 1 მარტს გაიმართა.

შეხვედრის მსვლელობისას, აღნიშნულ სექტორში მიმდინარე სიტუაციის მიმოხილვის მიზნით, ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა პირველადი კვლევა, ეკონომიკური ტენდენციებისა და სამშენებლო სექტორში არსებული გამოწვევების შესახებ. კვლევამ გამოავლინა პრობლემები, რომლებიც ინვესტორებს სამშენებლო ნებართვებისა თუ სხვადასხვა სამართლებრივი ნორმებისა და რეგულაციების კუთხით ექმნებათ.

პრეზენტაციის შემდგომ, სამუშაო ჯგუფის წევრებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და ზემოაღნიშნული პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.