ინვესტორთა საბჭოს გენდერული თანასწორობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

15 ივნ 2022

15 ივნისს, ინვესტორთა საბჭოს გენდერული თანასწორობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა, ბატონმა გიორგი ჩერქეზიშვილმა დამსწრეებს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ახალი გენდერის ექსპერტი, ანა ილურიძე წარუდგინა.

შეხვედრის დროს,  მონაწილეებმა განიხილეს განახლებული სამუშაო გეგმა, ინვესტორთა საბჭოს გენდერული თანასწორობის სამუშაო ჯგუფის ძირითადი სფეროები და საქართველოში, კერძო სექტორში გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო ნაბიჯები რაც გულისხმობს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პოლიტიკის შემუშავებაში აქტიურ ჩართულობას; ინვესტორთა საბჭოს წევრი ორგანიზაციების გაძლიერებას; საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებას ქალ მეწარმეთა მხარდასაჭერად და ინვესტორთა საბჭოს საქმიანობაში ,გენდერული მეინსტრიმინგის უზრუნველყოფას.

დისკუსიის დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო გეგმები და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პოტენციური თანამშრომლობა განიხილეს.