შეხვედრა საპენსიო სააგენტოსთან

01 ივლ 2022

2022 წლის 1 ივლისს, ინვესტორთა საბჭოს წევრებმა შეხვედრა გამართეს საპენსიო სააგენტოს დირექტორთან, ბატონ გიორგი დანელიასთან; საპენსიო სააგენტოს უფროს საინვესტიციო ოფიცერთან, ბატონ გოგა მელიქიძესთან და საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილესთან, ბატონ ლევან ვერძეულთან.

შეხვედრის დროს, საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა დამწრეებს წარუდგინეს ყოვლისმომცველი პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელოვანი მონაცემების, მიმდინარე საინვესტიციო პორტფელისა და ფინანსური რესურსების განაწილების შესახებ. მათ აგრეთვე ისაუბრეს სააგენტოს საქმიანობის განმსაზღვრელ მარეგულირებელ ჩარჩოში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ.

პრეზენტაციის შემდგომ, კითხვა-პასუხის სესია გაიმართა. ინვესტორთა საბჭოს წევრებმა სააგენტოს წარმომადგენლებს სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობისა და მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ მათი მოსაზრება გაუზიარეს.