შეხვედრა ბატონ ირაკლი ნადარეიშვილთან და სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“

23 მარ 2022

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გამოწვევებისა და შესაძლებლობების, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკაზე უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენის განსახილველად, ინვესტორთა საბჭოს წევრებმა შეხვედრა გამართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ბატონ ირაკლი ნადარეიშვილთან და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებთან.   

 შეხვედრა 23 მარტს, ბოლო პერიოდის განმავლობაში პირველად, ფიზიკური დასწრების პირობებში გაიმართა.  

ბატონი ირაკლი ნადარეიშვილი შეხვედრის მონაწილეებს მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციებისა და ეკონომიკური განვითარების მოლოდინების შესახებ ესაუბრა.

ბატონმა მიხეილ ხიდურელმა დამსწრეებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სამოქმედო გეგმა წარუდგინა, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ექსპორტის ხელშეწყობას მოიცავს. ბატონმა ხიდურელმა მხარდაჭერის მექანიზმების განახლების კუთხით, სააგენტოს სამომავლო საქმიანობაზეც ისაუბრა. „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად მუშაობს საქართველოში საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვის მიმართულებით. მათ შორის არიან კომპანიები, რომლებიც არსებული ეკონომიკური სანქციების გამო, რუსეთის ბაზარს ტოვებენ.

შეხვედრა აქტიურ კითხვა-პასუხის სესიას მოიცავდა. ინვესტორთა საბჭოს წევრებმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ექსპორტის ხელშეწყობისთვის საჭირო წინადადებები და არსებული გამოწვევები განიხილეს.