სამშენებლო სექტორის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა

07 აპრ 2022

სამშენებლო სექტორის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის შემდგომ, ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ დაინტერესებულ მხარეებთან აღნიშნულ სექტორში გამოვლენილი გამოწვევების განხილვა დაიწყო.

საქართველოს სამშენებლო სექტორის მარეგულირებელი და პროცედურული ჩარჩოს გაუმჯობესებისათვის საჭირო რეფორმებთან დაკავშირებით, ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ  შესაბამისი პრეზენტაცია მოამზადა.

შემუშავებული დასკვნების წარსადგენად და საჭირო რეფორმების დღის წესრიგის განსახილველად, სამშენებლო სექტორის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა 7 აპრილს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. 

პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსია გამართეს და სამომავლო ნაბიჯები განსაზღვრეს.