ინვესტორთა საბჭოს შეხვედრა საქართველოს საბანკო სექტორთან

22 ივლ 2022

2022 წლის 22 ივლისს, საქართველოს საბანკო ასოციაციის ორგანიზებით, ინვესტორთა საბჭოსა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.  

შეხვედრას საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი ესწრებოდა. ინვესტორთა საბჭოს ბატონი გიორგი ჯუღელი, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს იურიდიული ექსპერტი წარმოადგენდა.

საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა ინვესტორთა საბჭოს "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს  კანონთან დაკავშირებული შენიშვნები გაუზიარეს.  მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს საბანკო ასოციაცია და საბანკო სექტორი აქტიურად ჩაერთვება "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის არსებული რედაქციის ცვლილებების მომზადების სამუშაო პროცესში.