გენდერული თანასწორობის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა

25 თებ 2022

2022 წლის 25 თებერვალს, ინვესტორთა საბჭოს გენდერული თანასწორობის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.  

შეხვედრის დროს, მონაწილეებმა სამუშაო აღწერილობის დოკუმენტი (TOR) განიხილეს და გენდერული თანასწორობის სამუშაო ჯგუფის პრიორიტეტები განსაზღვრეს. მოგვიანებით, აღნიშნული დოკუმენტი  ინვესტორთა საბჭოს წევრებთან გაზიარდება. სამუშაო აღწერილობის თანახმად, GEWG-ის მანდატია ინვესტორთა საბჭოს საწყისი აქტივობების განსაზღვრა, რათა ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პოლიტიკის შემუშავებას საქართველოში, აგრეთვე მის წევრებს შორის, მეტი გენდერული თანასწორობა უზრუნველყოს.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა განიხილეს განხორციელების მეთოდები, არსებული რესურსები და პოტენციური პარტნიორობა.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აღწერილობის დოკუმენტსა (TOR)  და გენდერული თანასწორობის სამუშაო ჯგუფის (GEWG) სიახლეებს ინვესტორთა საბჭოს მომდევნო სხდომის დღის წესრიგში შეიტანენ.