ექვსი თვის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული შეხვედრა

28 სექ 2022

ექვსი თვის აქტივობების შესაჯამებლად, ინვესტორთა საბჭოს სამდივნო წელიწადში ორჯერ, ინვესტორთა საბჭოს წევრებისთვის შეხვედრას აწყობს.

2022 წლის ექვსი თვის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული პირველი შეხვედრა 28 სექტემბერს,  სასტუმრო “Ramada By Wyndham Tbilisi”-ში გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ინვესტორთა საბჭოს წევრები; აგრეთვე EBRD-ის მმართველობის გუნდი, მათი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში.

ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა, ბატონმა გიორგი ჩერქეზიშვილმა, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს გუნდთან ერთად, 2022 წლის დასრულებული და მიმდინარე პროექტების, ინვესტორთა საბჭოს სამუშაო ჯგუფების საქმიანობისა და  მიმდინარე გამოწვევების შესახებ ყოვლისმომცველი პრეზენტაცია წარადგინა. აგრეთვე, მან დამსწრეებს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ახალი თანამშრომელი - მწვანე ეკონომიკის ექსპერტი, ბატონი ოთარ ანთია გააცნო.

შეხვედრის ბოლოს, ინვესტორთა საბჭოს წევრებმა ინვესტორთა საბჭოს მომავალი სხდომის სავარაუდო თემები განიხილეს.