შეხვედრა შემოსავლების სამსახურთან

19 მაი 2023

18 მაისს, ინვესტორთა საბჭოს წევრები შეხვდნენ ბატონ ზაზა ხუნდაძეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილეს; ბატონ ზურაბ სიჭინავას, საბაჟო დეპარტამენტის უფროსს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  სხვა წარმომადგენლებს.

შეხვედრის მსვლელობისას, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებმა მათი წევრი კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევები და მათ გადასაჭრელად საჭირო ნაბიჯები განიხილეს. 

შეხვედრის ბოლოს, მხარეები რეკომენდაციების განსახორციელებლად და კერძო სექტორის წარმომადგენლების მიერ გამოვლენილი საკითხების მოსაგვარებლად, თანამშრომლობისა და დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.