შეხვედრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან

01 მარ 2023

2023 წლის 1 მარტს, ინვესტორთა საბჭოს წევრები შეხვდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს: გენერალური დირექტორის მოადგილეს, ბატონ ზაზა ხუნდაძეს; საბაჟო დეპარტამენტის უფროსს, ბატონ ზურაბ სიჭინავას და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს, ბატონ სამსონ ურიდიას.

შეხვედრაზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საბაჟო და შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტებში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე;   ინვესტორთა საბჭოს წევრებმა იმპორტის/ექსპორტის პროცედურების დროს, ბიზნეს სექტორის წინაშე არსებული საკვანძო საკითხები განიხილეს.  სადისკუსიო თემები აგრეთვე მოიცავდა სატრანზიტო პროცედურების საკითხებს, საბაჟო მომსახურების ინფრასტრუქტურას, ავტორიზებული პირის სტატუსს და სხვა.

სერვისებისა და საბაჟო პროცედურების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.