საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ გენდერული ზეგავლენის შეფასებასთან დაკავშირებული პირველი შეხვედრა

21 სექ 2023

2023 წლის 21 სექტემბერს, ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ ISET-ის კვლევით ინსტიტუტთან და EBRD-თან ერთად გამართა გაცნობითი შეხვედრა, საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ გენდერული ზეგავლენის შეფასების (GIA) განხორციელების თაობაზე.

GIA დაეხმარება ინვესტორთა საბჭოს, შეაფასოს საკანონმდებლო რეფორმის გენდერული გავლენა სამეწარმეო კანონმდებლობაზე და ჩამოაყალიბოს რეკომენდაციები მისი  გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით გაუმჯობესებისთვის. იგი ასევე აღჭურვავს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ტექნიკური ცოდნითა და მტკიცებულებებით საჯარო-კერძო დიალოგის წარსამართად. ამგვარად, შესაძლებელი გახდება საუკეთესო შედეგის მიღწევა სამართლებრივ რეფორმაში გენდერული ასპექტის უკეთ გათვალიწინებისა და მეწარმე ქალებისთვის კანონის ეფექტურობის ზრდის კუთხით.

გაცნობითი შეხვედრის დროს შეიქმნა GIA-ს სამუშაო ჯგუფი. წევრები შეთანხმდნენ სამომავლო საჭიროებებზე და სტრატეგიულ მიზნებზე, მათ შორის, GIA-ს განხორციელების ვადებზე. გენდერული ზეგავლენის შეფასება განხორციელდება ISET კვლევითი ინსტიტუტის მიერ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კარგი მმართველობის ფონდის (GGF)  მხარდაჭერით.