საქართველოს 2024-2028 წლების პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრატეგიის განხილვა

15 სექ 2023

2023 წლის 15 სექტემბერს, საქართველოს 2024-2028 წლების პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრატეგიაზე მუშაობის განსახილველად, ინვესტორთა საბჭოს წევრები შეხვდნენ “FDI Center”-ის ექსპერტებსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებს.

შეხვედრის მსვლელობისას, ექსპერტებმა დეტალურად მიმოიხილეს პროექტის მიმდინარეობა და სამომავლო პერსპექტივები. სტრატეგიის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, ინვესტორთა საბჭოს წევრებმა სხვადასხვა ასპექტები  განიხილეს და რეკომენდაციები გამოთქვეს.

საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრატეგიის განახლების მნიშვნელობა განიხილეს ინვესტორთა საბჭოს მე-18 სხდომაზე, რომელიც 2022 წლის 19 ოქტომბერს გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) აღნიშნული პროექტი სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით დააფინანსა და გერმანული საკონსულტაციო კომპანია  “FDI Center” დაიქირავა. ახალ სტრატეგიაზე მუშაობა “FDI Center”-ის ექსპერტებმა 2023 წლის აგვისტოს თვეში დაიწყეს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ექსპერტები შეაფასებენ წინა სტრატეგიის განხორციელებას და ჩამოაყალიბებენ ახალ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრატეგიასა და ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას.  პროექტი 2024 წლის თებერვლის თვეში დასრულდება.