საქართველოს 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიის პრეზენტაცია

14 სექ 2023

2023 წლის 14 სექტემბერს, ინვესტორთა საბჭოს წევრებმა „საქართველოს 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიის“ განსახილველად, შეხვედრა გამართეს. აღნიშნული სტრატეგია, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა, საქართველოს მთავრობამ  2023 წლის 14 აგვისტოს დაამტკიცა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ბატონი გურამ გურამიშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები; EBRD-ის ახალი რეგიონული დირექტორი კავკასიაში, ბატონი ალკის ვრიენიოს დრაკინოსი და ინვესტორთა საბჭოს წევრი ბიზნეს ასოციაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები.

მინისტრის მოადგილემ და სამინისტროს წარმომადგენლებმა, საქართველოს 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიის პრეზენტაცია წარადგინეს, რომელიც მოიცავდა სექტორში არსებული გამოწვევების ყოვლისმომცველ ანალიზს; საქართველოს შესაძლებლობების დეტალურ ანალიზს პორტების, რკინიგზის, საგზაო ტრანსპორტისა და აეროპორტების მიმართულებით; ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების სამომავლო საჭიროებებსა და სტრატეგიულ მიზნებს, მათ შორის  სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმას (2023-2024 წ.).