სამუშაო შეხვედრა: თანასწორი და ინკლუზიური სამუშაო გარემო კერძო სექტორში

19 აპრ 2023

10 აპრილს, ინვესტორთა საბჭომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან ერთად, თემაზე „თანასწორი და ინკლუზიური სამუშაო გარემო კერძო სექტორში“ სამუშაო შეხვედრა გამართა.

მისასალმებელი სიტყვების შემდგომ, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს გენდერის ექსპერტმა, ქალბატონმა ანა ილურიძემ, სტუმრებს სამუშაო შეხვედრის მიზნები გააცნო. ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა, ბატონმა გიორგი ჩერქეზიშვილმა გენდერულ მეინსტრიმინგში  ინვესტორთა საბჭოს როლზე ისაუბრა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ქალბატონმა ელენე გაბელაიამ დამსწრეებს თანასწორი და ინკლუზიური სამუშაო გარემოს მნიშვნელობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, ისაუბრა თუ რას ნიშნავს იგი პრაქტიკაში და როგორ შეუძლიათ კომპანიებს ინკლუზიურობის კუთხით გაუმჯობესება.

შეხვედრა გაგრძელდა რამდენიმე მომხსენებლის მიერ კონკრეტული მაგალითების განხილვით,  თუ როგორ დაინერგა მათ კომპანიებში თანასწორი სამუშაო გარემოს კულტურის ზოგიერთი ასპექტი.   ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა თიბისი ბანკიდან, ქალბატონმა თეა რომანოვამ მეიჯერელ საქართველოდან და ქალბატონმა მაია ქობალიამ კრისტალიდან თანასწორობაზე ორიენტირებული შიდა პოლიტიკისა და ადამიანური რესურსების პრაქტიკის შემუშავების უპირატესობებზე ისაუბრეს, რომლებიც საჭიროა ქალებისთვის უკეთესი სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად.  

სამუშაო შეხვედრას კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.