ონლაინ ტრენინგი „მდგრადი განვითარება და კარბონის ბაზრები“

19 ივლ 2023

2023 წლის 19 ივლისს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) მდგრადობის ლაბის ფარგლებში, გაიმართა ონლაინ ტრენინგი სახელწოდებით „მდგრადი განვითარება და კარბონის ბაზრები“.

ტრენინგს უძღვებოდა ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს მწვანე ეკონომიკის ექსპერტი, ოთარ ანთია, რომელმაც  განიხილა მდგრადი განვითარების არსი და გავლენა კლიმატზე; კლიმატის გავლენა ბიზნესის განვითარებაზე; დეკარბონიზაციის არსი; მდგრადი ფინანსები და კარბონის ბაზრები; გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) პრინციპები და მათი როლი ბიზნესის განვითარების პროცესში.  

ღონისძიებას სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის იყვნენ სასწავლო დაწესებულებების, ბიზნეს სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები.