ონლაინ დისკუსია მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე

21 დეკ 2021

2021 წლის 20 დეკემბერს, ინვესტორთა საბჭომ მეწარმეთა შესახებ ახალ კანონთან დაკავშირებით, ონლაინ დისკუსია გამართა ვიდეოკონფერენციის საშუალებით. ახალი კანონი ძალაში 2022 წლის იანვრიდან შევა.

ონლაინ შეხვედრა მისასალმებელი სიტყვებით გახსნა ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა ბატონმა გიორგი ჩერქეზიშვილმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბატონმა დავით მათიკაშვილმა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა მიხეილ სარჯველაძემ. ონლაინ დისკუსიას ესწრებოდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქალბატონი ნინო ბაქაქური,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ექსპერტები და პრაქტიკოსი იურისტები.

შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს ახალი კანონის დადებითი და უარყოფითი მხარეები; მისი სხვადასხვა მუხლები და სამომავლოდ განსახორციელებელი ტექნიკური ცვლილებები.

მონაწილეები სამომავლოდაც განაგრძობენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნებზე მუშაობას და წარადგენენ შენიშვნათა საბოლოო დოკუმენტს.