მწვანე ეკონომიკის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა

22 დეკ 2022

22 დეკემბერს, მწვანე ეკონომიკის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიას მიეძღვნა.

მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია არის მექანიზმი, რომელიც ეხმარება ინვესტორებს განსაზღვრონ კონკრეტული ეკონომიკური აქტივობის მდგრადობა. ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული კლასიფიკაცია აერთიანებს ინვესტორების, საჯარო სექტორის და ფინანსური ინსტიტუტების ძალისხმევას უზრუნველყონ ინვესტიციების შესაბამისობა ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომლებიც განსაზღვრულია ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებებით როგორიც არის პარიზის შეთანხმება.

მოწვეულმა მომხსენებელმა, საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების სამმართველოს უფროსმა, ქალბატონმა სალომე თვალოძემ შეხვედრის მონაწილეებს  მდგრადი დაფინანსების ჩარჩოების, რეგულაციებისა და ESG რისკების მართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

პრეზენტაციის მოჰყვა ვრცელი დისკუსია და კითხვა-პასუხის სესია.