მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოსთან შეხვედრა

07 ოქტ 2022

7 ოქტომბერს, ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ ინვესტორთა საბჭოს წევრებსა და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, ბატონი გიორგი მიშელაძის შორის შეხვედრას უმასპინძლა.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სააგენტოს მიმდინარე საქმიანობა, აგრეთვე უცხოელი ინვესტორების ინტერესი საინვესტიციო მიზნით, სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვასთან და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საინვესტიციო გეგმის დამტკიცების პროცედურების გადახედვასთან დაკავშირებით.

დამსწრეებმა განიხილეს სასოფლო-სამეურნეო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლო გზები, მთავრობის შესაბამისი რეზოლუციით (Nr.222,18/05/2021) გათვალისწინებული საინვესტიციო გეგმების დამტკიცების პროცედურების გადახედვის მეშვეობით.