„მეწარმეთა შესახებ“ კანონის მონიტორინგის პლატფორმა – სამუშაო შეხვედრა ქართველ მოსამართლეებთან

15 თებ 2023

ინვესტორთა საბჭოს სამდივნო „მეწარმეთა შესახებ“ კანონის განხორციელების მონიტორინგის პლატფორმის ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის გუნდთან წარმატებულ თანამშრომლობას აგრძელებს.

10-12 თებერვალს, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს იურიდიულმა მრჩეველმა, გიორგი ჯუღელმა მონაწილეობა მიიღო „მეწარმეთა შესახებ“ კანონის სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ყვარელში გაიმართა. ახალი კანონის განხორციელების განსახილველად, ღონისძიებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოებისა და რამდენიმე საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელი თვრამეტი ქართველი მოსამართლე მონაწილეობდა.  მოსამართლეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს კანონის გარკვეული ასპექტების შემდგომი დახვეწის შესახებ, რაც „მეწარმეთა შესახებ“ კანონის საფუძველზე, უფრო თანმიმდევრული  პრაქტიკის განვითარებას უზრუნველყოფს. 

ინვესტორთა საბჭოს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის სამუშაო ჯგუფი, კანონის ცვლილებების შემუშავებისას,სასამართლო სისტემის მიერ წარმოდგენილ ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებს.