კონფერენცია “Partnerships 4SDGs - მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაცია”

10 ივნ 2023

კონფერენცია სახელწოდებით “Partnerships 4SDGs - მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაცია” 2023 წლის 8-9 ივნისს, ქალაქ ბათუმში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა. მასში კერძო და საჯარო სექტორის, აგრეთვე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ერთ-ერთი პრეზენტატორი იყო ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს მწვანე ეკონომიკის ექსპერტი, ოთარ ანთია, რომელმაც ისაუბრა მწვანე ეკონომიკის განვითარების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებსა და მდგრადი განვითარების მიზნების ჩამოყალიბებაზე. გარდა ამისა, ოთარმა განიხილა აღნიშნული მიმართულებით არსებული მიღწევები საქართველოში  და სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევები.  მან აგრეთვე ხასი გაუსვა ინვესტორთა საბჭოს მიერ ინიცირებულ აქტივობებს, რომლებიც ორიენტირებულია ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარებასა და ბიზნეს სექტორისთვის მდგრადი დაფინანსების მოძიებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე.