იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ ახალი კანონი

26 დეკ 2022

                                                   

ახალი ფინანსური ინსტრუმენტებისა და პროდუქტების განვითარებისა და შესაბამისი საკანონმდებლო თუ ციფრული ინფრასტუქტურის შესაქმნელად, ინვესტორთა საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ კანონმდებლობის მიღების აუცილებლობას ინვესტორთა საბჭოს მე-16 შეხვედრაზე გაესვა ხაზი. ინვესტორთა საბჭოს სამდივნო და ინვესტორთა საბჭოს წევრები, აქტიურად იყვნენ ჩართულნი იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ კანონპროექტის დასრულების პროცესში და თანამშრომლობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან.

საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული კანონი მესამე მოსმენით მიიღო და იგი გამოქვეყნებიდან (16.12.2022) სამი თვის შემდეგ შევა ძალაში.   

აღნიშნული სამართლებრივი ინიციატივის მიზანს კომერციული ბანკებისთვის მათი ოპერაციების დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საქართველოში იპოთეკით დაცული ობლიგაციების ბაზრის განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენს.