ინვესტორთა საბჭოს რიგით 22-ე სხდომა

22 მარ 2024

ინვესტორთა საბჭოს რიგით 22-ე სხდომა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით, 2024 წლის 22 მარტს გაიმართა. პრემიერ მინისტრის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, სიტყვებით წარსდგნენ ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ბატონი მარკ კლეიტონი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში, ბატონი ალკის ვრიენიოს დრაკინოსი.

ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა, გიორგი ჩერქეზიშვილმა ინვესტორთა საბჭოს წევრებს 2024 წელს განხორციელებული რეფორმებისა და მიმდინარე საქმიანობის პროგრესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.   

განხილვის ძირითად თემებს შეადგენდა საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის განვითარება, შუა დერეფნის მნიშვნელობა, კომერციულ არბიტრაჟთან დაკავშირებული საკითხები  და მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა. საუბარი აგრეთვე შეეხო ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასა და შესაბამის რეფორმებს.