ინვესტორთა საბჭოს მე-20 სხდომა

14 ივლ 2023

2023 წლის 14 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით, ინვესტორთა საბჭოს მე-20 სხდომა გაიმართა.

სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გახსნა, მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, ბატონი მარკ კლეიტონი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი კავკასიაში, ქალბატონი კატარინა ბიორლინ ჰანსენი. ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა, გიორგი ჩერქეზიშვილმა ინვესტორთა საბჭოს წევრებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

ინვესტორთა საბჭოს მე-20 სხდომაზე საქართველოს საინვესტიციო პერსპექტივები განიხილეს  და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

სხდომის საკითხები მოიცავდა საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობას; საქართველოში განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების სტიმულირებას; აგრეთვე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, მიმდინარე რეფორმებში ინვესტორთა საბჭოს ჩართულობას.