გენდერული თანასწორობის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა

09 დეკ 2021

2021 წლის 8 დეკემბერს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ინვესტორთა საბჭოს გენდერული თანასწორობის სამუშაო ჯგუფის (GEWG) პირველი შეხვედრა გაიმართა.

გენდერული თანასწორობის სამუშაო ჯგუფი საქართველოში არსებული ყველა ძირითადი ბიზნეს ასოციაციისგან შედგება და მას ინვესტორთა საბჭოს სამდივნო ხელმძღვანელობს.

პირველ შეხვედრაზე იმსჯელეს სამუშაო ჯგუფის მიზნებზე და ინვესტორთა საბჭოს საერთო მანდატზე, რომელიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ეროვნული პოლიტიკის შემუშავებასა და ინვესტორთა საბჭოს ფარგლებში გენდერული თანასწორობის პრინციპების განმტკიცებას უწყობს ხელს.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა აგრეთვე განიხილეს ინვესტორთა საბჭოს მომავალი სამუშაო გეგმის პრიორიტეტები, მათ შორის, COVID-19-ის გავლენა ქალ მეწარმეებსა და საინვესტიციო კლიმატზე საქართველოში.