განცხადებების მიღება ინვესტორთა საბჭოს წევრობაზე

02 ნოე 2022

                                             

საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნო, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით და გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდის დაფინანსებით ფუნქციონირებს, მოხარულია გამოაცხადოს აპლიკაციების მიღება საბჭოს ორი არამუდმივი (როტაციული) წევრის პოზიციაზე.

როტაციის პერიოდი არის ზედიზედ რვა ინვესტორთა საბჭოს სხდომა.

ინფორმაცია ინვესტორთა საბჭოს შესახებ

ინვესტორთა საბჭო არის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო, რომელიც მიზნად ისახავს დიალოგის წარმოებას კერძო სექტორის მეწარმე სუბიექტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად.

საქართველოს ინვესტორთა საბჭო შეიქმნა 2015 წლის 12 აპრილს საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად  2015 წლის 20 აპრილის საქართველოს მთავრობის დადგენილება № 829 საფუძველზე.

ინვესტორთა საბჭო აერთიანებს მონაწილეთა რამდენიმე ჯგუფს (დაინტერესებულ მხარეებს): საქართველოს მთავრობა, ადგილობრივი და უცხოური ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ან/და კერძო სექტორის განვითარებაში ჩართული საერთაშორისო პარტნიორები.

წევრობის მსურველი უნდა:

  • იყოს სოლიდური რეპუტაციის და მაღალი ავტორიტეტის მქონე ბიზნეს ორგანიზაცია;
  • წარმოადგენდეს ეკონომიკური სექტორის მნივშენლოვან ნაწილს, მნიშვნელოვან ინდუსტრი(ებ)ას ან ბიზნესებს, საქართველოსთან დაკავშირებული ინტერესით;
  • დაადასტუროს საბჭოს და მის სამუშაო ჯგუფების მუშაობაში წვლილის შეტანის მზადყოფნა  და უნარი;
  • გამოკვეთოს საკვანძო საკითხები, ქვეყნის გამოწვევები, რომელსაც იგი როგორც წევრი დააყენებს სამსჯელოდ საბჭოს წინაშე.

უპირატესობა მიენიჭებათ წევრობის მსურველებს, რომელთაც წევრობაზე განაცხადის წარდგენამდე საქართველოში საქმიანობის სამ წელზე მეტი გამოცდილება გააჩნიათ.  

 

წევრობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

 

A. სათანადოდ შევსებული აპლიკანტის ინფორმაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს:

 

  1. ძირითადი ინფორმაცია

1.2 .ორგანიზაციის სახელწოდება:

1.3. რეგისტრაციის ნომერი:

1.4.  წარმომადგენლის დეტალები:

  • სახელი და გვარი
  • სრული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელ., ელ-ფოსტა და ა.შ.)
  • პოზიცია ორგანიზაციაში
  1. საქმიანობა და გამოცდილება (მაქს 650 სიტყვა)

2.1. აღწერეთ ორგანიზაციის საქმიანობა და წინა გამოცდილება

2.2. შერჩევის კრიტერიუმების გათვალისწინებით, მიმდინარე და დასრულებული პროექტები, რომლებიც მიმართულია კერძო-საჯარო დიალოგის ხელშეწყობისა და საქართველოში ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოს განვითარებაზე.

  1. ინფორმაცია ორგანიზაციის ძირითადი პერსონალის შესახებ, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან ორგანიზაციის, როგორც ინვესტორთა საბჭოს წევრის, მხარდაჭერაზე (მაქს 300 სიტყვა)

 

B. იმ პირის CV რომელიც წარმოადგენს განმცხადებელს ინვესტორთა საბჭოს ფარგლებში

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 22 ნოემბერი (თბილისის დროით, 18:00 საათი)

განაცხადის დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tamarm@ics.ge