შვიდი საკითხი, რომლებზეც დღეს ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს

19 ოქტ 2022

დღეს საქართველოს ინვესტორთა საბჭომ შეხვედრა გამართა, რომელსაც მთავრობის წევრებთან ერთად ბიზნესასოციაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეს 2022 წლის განმავლობაში ინვესტორთა საბჭოს რიგით მეორე სხდომა იყო. ინვესტორთა საბჭომ სხდომაზე განხილული საკითხების სია უკვე გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ შეხვედრაზე ახალი საინვესტიციო კანონმდებლობის, ასევე FDI სტრატეგიის განახლების შესახებ ისაუბრეს.

• ახალი საინვესტიციო კანონმდებლობის ჩამოყალიბება - საკითხზე ისაუბრა საქართველოში IFC-ის ოფიცერმა თეა გიგიბერიამ.
• FDI სტრატეგიის განახლება - ტექნიკური დახმარების მისია პროგრამა “აწარმოე საქართველოში” - საკითხზე ისაუბრა საქართველოში IFC-ის ოფიცერმა თეა გიგიბერიამ.
• საქართველოს სადაზღვევო სექტორის შემდგომი განვითარება - საკითხზე ისაუბრა კავკასიაში EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.
• საპენსიო რეფორმა - საკითხზე ისაუბრა საქართველოში AMCHAM-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ველტონმა.
• შრომის კანონმდებლობის საკითხები - საკითხზე ისაუბრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
• უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობა - საკითხზე ისაუბრა გერმანიის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ, საშა ტერნესმა.
• განათლების სისტემის საერთაშორისო სტანდარტებზე გადაყვანა - საკითხზე ისაუბრა AMCHAM-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი ბაიდაშვილმა.

სტატია სრულად (წყარო: bm.ge)