საქართველოს ინვესტორთა საბჭო ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს - წერილი

10 ივნ 2022

საქართველოს ინვესტორთა საბჭოში შემავალმა ბიზნესასოციაციებმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ერთობლივი წერილი გაუგზავნეს. წერილი საქართველოს ევროპულ მომავალს და ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შეეხება.

„ძვირფასო პრეზიდენტო ფონ დერ ლაიენ,

ჩვენ გწერთ საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სახელით, რომელიც აერთიანებს ქვეყნის უმსხვილეს ბიზნესასოციაციებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და საქართველოს მთავრობის ეკონომიკურად ორიენტირებულ კომპონენტებს. ჩვენ გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს განაცხადის მიმართ ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

არავინ ელოდა ამ მდგომარეობაში ყოფნას. გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას იმ დანაშაულების მიმართ, რომლებსაც ჩვენი უკრაინელი დები და ძმები განიცდიან. საქართველოსთვის ეს ნაცნობი ტრავმაა, რადგანაც ეს გვახსენებს იმ მძიმე შედეგებს, რაც 2008 წელს რუსეთის შემოჭრამ გამოიწვია. დღეს უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა გამორჩეულია.

 

სტატია სრულად

წყარო: Forbes.ge