საპენსიო რეფორმა ქმნის ეკონომიკური განვითარების სტიმულს - გიორგი ჩერქეზიშვილი

24 აგვ 2021

რატომ არის საპენსიო რეფორმა მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის?

საპენსიო რეფორმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია 2 ძირითადი ფაქტორის გათვალისწინებით: საპენსიო რეფორმა ქმნის სოციალური უზრუნველყოფის ახალ სისტემას - როგორც ცნობილია საქართველოში დღეისათვის 900 ათასამდე პენსიონერია, თუმცა ეს რიცხვი, ქვეყნის მოსახლეობის დაბერების ტენდენციიდან გამომდინარე მზარდია და პროპორცია მომუშავე პირებსა და პენსიონერებს შორის წლიდან წლამდე უარესდება, რაც ზრდის დაწოლას სახელმწიფო ბიუჯეტზე. ამასთან, შეზღუდული საბიუჯეტო დაფინანსების პირობებში, უკვე დღეს ე.წ. ჩანაცვლების კოეფიციენტი (პენსია/საშუალო ხელფასზე) არის ძალიან დაბალი და ვერ უზრუნველყოფს ადეკვატურ შემოსავლებს საპენსიო ასაკში. საპენსიო რეფორმა უზრუნველყოფს როგორც საბიუჯეტო დაწოლის შემცირებას, ისე უფრო მაღალ ჩანაცვლების კოეფიციენტს, რაც თავის მხრივ, გულისხმობს უფრო უზრუნველყოფილ სიბერეს საქართველოს მოქალაქეებისთვის. საპენსიო რეფორმა ქმნის ეკონომიკური განვითარების სტიმულებს - საპენსიო რეფორმა კაპიტალის ბაზრის განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ვინაიდან აღნიშნული რეფორმით იქმნება მნიშვნელოვანი ოდენობით გრძელვადიანი ფინანსური რესურსი ეროვნულ ვალუტაში, რაც კაპიტალის ბაზრის სხვა სფეროების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია... გაიგე მეტი