როგორ გეგმავს ქვეყანაში ჯანსაღი საინვესტიციო კლიმატის შექმნას ინვესტორთა საბჭოს ახალი ხელმძღვანელი

25 თებ 2020

2019 წლის დეკემბერში ინვესტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე მარიამ მეღვინეთუხუცესი ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა შეცვალა.

ინვესტორთა საბჭო - კერძო სექტორსა და საქართველოს მთავრობას შორის დიალოგის წარმართვის, ბიზნეს კლიმატის შემდგომი გაუმჯობესების, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით შეიქმნა. საბჭო აერთიანებს მთავრობის, საჯარო სააგენტოების, ბიზნეს ასოციაციების, ბიზნეს ომბუდსმენისა და საერთაშორისო ინვესტორების წარმომადგენლებს.

რა ძირითადი მიმართულებებით გეგმავს ინვესტორთა საბჭოს ახალი ხელმძღვანელი მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყანაში ჯანსაღი საინვესტიციო კლიმატი შეიქმნას და კონკრეტულად რა საკითხებზე იქნება გამახვილებული მისი მხრიდან ყურადღება, ამ თემებზე გიორგი ჩერქეზიშვილმა  „კომერსანტთან“ ისაუბრა.

გაიგე მეტი