ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა (interpessnews)

14 ივლ 2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთავრობის მეთაურმა გახსნა, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი.

ინვესტორთა საბჭოს მდივანმა გიორგი ჩერქეზიშვილმა სხდომის მონაწილეებს საბჭოს საქმიანობისა და წინა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

სტატია სრულად

წყარო: interpressnews.ge