ინვესტორთა საბჭო მთავრობას ახალი საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება

23 აპრ 2020

 

ინვესტორთა საბჭოს წევრები საქართველოს მთავრობას ახალი საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარებიან. საბჭოს წევრები მთავრობასთან ერთად იმ ნაბიჯების შემუშავების პროცესში ჩაერთვებიან, რომლებიც საქართველოში ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის უნდა გადაიდგას.

საკითხთან დაკავშირებით საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც ინფრასტრუქტურის მინისტრის ხელმძღვანელობით, ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართა.

„შევთანხმდით ინვესტორთა საბჭოს წევრებთან, იმ ადამიანებთან, რომლებმაც ყველაზე კარგად შეიძლება იცოდნენ, ინვესტიციების განხორციელებას რა საჭიროებები აქვს საქართველოში. დაგვეხმარებიან ახალი საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებაში. იმ ნაბიჯების შემუშავებაში, რაც საჭიროა საქართველოში ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.

როგორც ინვესტორთა საბჭოს მდივანმა გიორგი ჩერქეზიშვილმა აღნიშნა, საბჭო აქტიურად იმუშავებს, განსაკუთრებით უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მიმართულებით.

„დღევანდელ ინვესტორთა საბჭოზე განხილული იყო ქვეყანაში არსებული საინვესტიციო მდგომარეობა და ძირითადი აქცენტები გაკეთდა პოსტ კრიზისულ პერიოდში ეკონომიკის ხელშემწყობ მექანიზმებზე და იმ სამომავლო გეგმებზე, რომელსაც როგორც ბიზნესი, ისე მთავრობა ერთობლივად ფიქრობენ. ინვესტორთა საბჭო აქტიურად კომუნიკაციას გააგრძელებს სამუშაო ჯგუფებში და განახორციელებს საინვესტიციო მიმართულებით, განსაკუთრებით უცხოური პირდაპირ ინვესტიციების მიმართულებით მუშაობას“, - განაცხადა ინვესტორთა საბჭოს მდივანმა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

წყარო: formulanews.ge