ციფრული ბიზნეს გზამკვლევი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საქართველოში

08 ოქტ 2021

2021 წლის 8 ოქტომბერს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდის (GGF) ფინანსური მხარდაჭერით, ონლაინ პლატფორმა https://businessguide.ebrd.ge/ წარადგინა, რომელიც მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის სამართლებრივი და ბიზნეს რჩევების მიწოდებას უზრუნველყოფს.

ვებ-გვერდის წარდგენითი ვებინარის ორგანიზატორი იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდთან (GGF), ინვესტორთა საბჭოს სამდივნოსთან, სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“, Caissa Law– სთან და Lightspeed Digital– თან ერთად.

ციფრული ღონისძიება გახსნა EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში ქალბატონმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა. მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ქალბატონმა კლერ ოლბლესმა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ ბატონმა თორნიკე ზირაქიშვილმა და ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა ბატონმა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

ახალი ვებ-გვერდი წარმოადგენს გზამკვლევს, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებსა და მენეჯერებს ფინანსურ გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება. ვებგვერდი ბიზნესის დიგიტალიზაციისა და რესტრუქტურიზაციის პროცესის მართვისთვის სასარგებლო ინსტრუმენტებს შეიცავს; უზრუნველყოფს იურიდიულ რჩევებს იმ სფეროებში, სადაც მცირე საწარმოების მხრიდან ცოდნასა და ინფორმაციაზე დიდი მოთხოვნაა.

ქართული ბიზნესისთვის სახელმძღვანელოს შესაქმნელად, EBRD-ის გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობდა ინვესტორთა საბჭოს სამდივნოსთან, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ EBRD-ის ვებ-გვერდის ბმულს:
https://www.ebrd.com/news/2021/new-small-business-online-platform-with-legal-and-businessguidance.html