შეხვედრა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით

11 აპრ 2024

11 აპრილს, ინვესტორთა საბჭოს წევრებმა შეხვედრა გამართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ბატონ ვახტანგ ცინცაძესთან და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან, ბატონ მირზა გელაშვილთან.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებმა ისაუბრეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით და განიხილეს რეფორმის მიმდინარეობის სამომავლო ეტაპები, მათ შორის კანონპროექტი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების შესახებ.   

ინვესტორთა საბჭოს წევრებმა სურვილი გამოთქვეს, შესაბამის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მეშვეობით, წვლილი შეიტანონ აღნიშნული რეფორმის განხორციელებაში.