შეხვედრა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან

21 თებ 2023

ინვესტორთა საბჭოს საქმიანობის სფერო მოიცავს საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების პროცესის ხელშეწყობის მიზნით.

20 თებერვალს, ინვესტორთა საბჭოს წევრებმა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან, ქალბატონ მაია ომიაძესთან და მის ორ მოადგილესთან, ქალბატონ თამარ ყორიაულთან და ქალბატონ მედეა ჯანიაშვილთან შეხვედრა გამართეს.

ქალბატონმა მაია ომიაძემ პრეზენტაცია წარადგინა და ბიზნეს საზოგადოებას გააცნო მიმდინარე სტატისტიკა; ტურიზმის აღდგენის დინამიკა; 2023 წლის პროგნოზი; აგრეთვე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე ინიციატივები და დაგეგმილი აქტივობები.

შეხვედრის ბოლოს,  ნაყოფიერი დისკუსია გაიმართა.