შეხვედრა სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“

13 ივნ 2023

13 ივნისს, ინვესტორთა საბჭოს წევრები შეხვდნენ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებს: ბატონ მიხეილ ხიდურელს და ბატონ დავით ტავლალაშვილს.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, ბატონმა მიხეილ ხიდურელმა დამსწრეებს წარუდგინა პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა საინვესტიციო სექტორის პრიორიტეტიზაციას, ინვესტიციების მოზიდვის ნაბიჯებსა და შედეგებს, ინვესტორების შემდგომი მხარდაჭერის ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას, ინვესტიციების ხელშეწყობის საშუალებების მიმოხილვას, აგრეთვე სააგენტოს სამომავლო პროექტებს.   

შეხვედრის ბოლოს, გაიმართა დისკუსია და კითხვა-პასუხის სესია.