შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან

22 ნოე 2022

22 ნოემბერს, ინვესტორთა საბჭოს წევრებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ბატონ ირაკლი ნადარეიშვილთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმების დეპარტამენტის უფროს, ბატონ გიორგი გურგენიძესთან.

შეხვედრაზე ბატონმა ირაკლი ნადარეიშვილმა კაპიტალის ბაზრის განვითარების ახალი სტრატეგია წარადგინა და მისი შემუშავების დეტალებზე ისაუბრა. ბატონმა გიორგი გურგენიძემ დეტალურად ისაუბრა ახალი სტრატეგიის ხედვების, მიზნების, სტრატეგიული ამოცანებისა და აქტივობების შესახებ.