შეხვედრა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წარმომადგენლებთან

23 თებ 2023

23 თებერვალს,  ინვესტორთა საბჭოს გენდერული თანასწორობისა და მწვანე ეკონომიკის სამუშაო ჯგუფის წევრებმა, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. 

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ბიზნეს ასოციაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს  დეტალური ინფორმაცია გაუზიარა იმ პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომლებიც მხარს უჭერენ მდგრადი განვითარების მიზნებს, განსაკუთრებით, გენდერულ თანასწორობასა (SDG 5) და კლიმატის ცვლილების შერბილების ინიციატივებს (SDG 13).   

სამუშაო ჯგუფმა აგრეთვე განიხილა ინვესტორთა საბჭოსა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის  ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობა.