ქართული კომპანიები COVID-19-ის პანდემიის გამოწვევის წინაშე

21 მაი 2020

2020 წლის 21 მაისს, 16:00 საათზე, ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ (ICS) ონლაინ შეხვედრა გამართა „PricewaterhouseCoopers Georgia“-ს (PWC) კვლევასთან დაკავშირებით, რომლიც ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს, ეკონომიკის სამინისტროს- სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს- სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) მხარდაჭერით ჩატარდა.

PwC საქართველოსა და ინვესტორთა საბჭოს მიერ ბიზნეს გამოკითხვამ ცხადყო, რომ მოთხოვნის შემცირება ბიზნესის ყველა სექტორში COVID-19-ის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. კვლევა ჩატარდა 16-27 აპრილს ონლაინ გამოკითხვის მეშვეობით, დამუშავდა 1938 პასუხი.

კვლევამ შეისწავლა COVID-19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნეს სექტორზე. მოთხოვნის შემცირებამ მნიშვნელოვნად იმოქმედა გამოკითხული კომპანიების შემოსავლებზე, რომლებიც უკვე ნახევარზე მეტით შემცირდა გამოკითხულთა 65%-ისთვის. ყველაზე მეტად  განთავსებისა და კვების სერვისის კომპანიები დაზარალდნენ-სექტორის 75%-ზე მეტმა შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირება განიცადა.

კვლევა