ტრენინგები სამეწარმეო სამართალში „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის საფუძველზე

28 ივნ 2023

ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს იურიდიულმა მრჩეველმა და წიგნის „განმარტებები საქართველოს კანონზე მეწარმეთა შესახებ“ თანაავტორმა, ბატონმა გიორგი ჯუღელმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასთან ერთად, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისთვის სამეწარმეო სამართალში („მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის საფუძველზე) რამდენიმე ტრენინგი ჩაატარა.

მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის ორი ტრენინგი ჩატარდა, რომელშიც 130-ზე მეტი ადვოკატი მონაწილეობდა. აღნიშნული ტრენინგები აკრედიტებული იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ, რომლის ფარგლებშიც, დამსწრეებმა უწყვეტ იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული ქულები მოიპოვეს. გიორგი ჯუღელი  USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასთან და USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამასთან თანამშრომლობით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის ვიდეო ტრენინგებსაც ჩაატარებს.  

10-11 ივნისსა და 24-25 ივნისს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგების სესია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სააგენტოს 50-მდე თანამშრომელმა.