17 ოქტომბერს, გაიმართა ინვესტორთა საბჭოს სამდივნოსა და BTU-ს მდგრადობის ლაბის ერთობლივი საჯარო ლექცია თემაზე: “The Role of Impact Finance in Driving the Green Transition”. ღონისძიების ძირითადი განხილვის საგანი იყო მდგრადი ფინანსების მნიშვნელობა თანამედროვე ფინანსურ სამყაროში და მდგრადი პრაქტიკების დანერგვის პოზიტიური კომერციული შედეგები ბიზნესებისთვის. სპიკერმა, აგრეთვე განიხილა საქართველოს მთავრობისა და საფინანსო ინსტიტუტების როლი ქვეყანაში უცხოური მდგრადი ფინანსების მოზიდვის პროცესში.
ლექციას უძღვებოდა ბატონი ლუკ ფრენსონი, მდგრადი განვითარების ექსპერტი. ბატონი ფრენსონის კარიერა მოიცავს მდიდარ გამოცდილებას კერძო ინვესტორების მნიშვნელოვან პროექტებთან დაკავშირების მიმართულებით, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. მას აქვს მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდი (EFSE), მწვანე ზრდის ფონდი (GGF) და გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდი (GCPF).
საჯარო ლექციის აუდიტორია მრავალფეროვანი იყო. ღონისძიებამ თავი მოუყარა სტუდენტებს, ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, ბიზნეს კონსულტანტებსა და დარგის ექსპერტებს.