საქართველოს რისკის რეიტინგის გაუმჯობესება OECD-ის ქვეყნის რისკის კლასიფიკაციაში

15 მარ 2024

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნის რისკის კლასიფიკაციაში, საქართველოს რისკის რეიტინგი ერთი საფეხურით გაუმჯობესდა. 2007-2023 წლებში, საქართველო უცვლელად მე-6 კატეგორიით ფასდებოდა. 2024 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველომ მე-5 კატეგორიაში გადაინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ OECD-ის ქვეყნის რისკის კლასიფიკაციის საკითხი განიხილეს ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-20 სხდომაზე, რომელიც 2023 წლის 14 ივლისს გაიმართა და ამ მიმართულებით, ინვესტორთა საბჭო აქტიურად თანამშრომლობდა შესაბამის სამთავრობო უწყებებთან.

საქართველოს რისკის რეიტინგის გაუმჯობესება გაზრდის კერძო სექტორისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას და დადებითად აისახება ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე.