მიზანშეწონილობის კვლევა ფაქტორინგის ტრანზაქციების ელექტრონული რეესტრის შემუშავებისთვის

12 აპრ 2023

ინვესტორთა საბჭოს სამდივნო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად, საქართველოში ფაქტორინგის რეფორმას აქტიურად უჭერდა მხარს, სხვადასხვა სამინისტროებს, სახელმწიფო უწყებებს, კომერციულ ბანკებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობისა და კოორდინირების მეშვეობით.

2022 წლის ივნისში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ფაქტორინგის ტრანზაქციების ელექტრონული რეესტრის შემუშავებისთვის, მიზანშეწონილობის კვლევა დაიწყო, რომელიც KPMG-იმ ჩაატარა და საბოლოო ანგარიში 2023 წელს წარმოადგინა.

ფაქტორინგის ტრანზაქციების ელექტრონული რეესტრის შემუშავებასთან დაკავშირებული საბოლოო შეხვედრა 2023 წლის 4 აპრილს გაიმართა.

შედეგები წარედგინათ შესაბამის უწყებებს, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას მოახდენენ.