,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელებასთან დაკავშირებული პრეზენტაცია

10 აპრ 2023

ინვესტორთა საბჭოს სამდივნოსა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ერთობლივი თანამშრომლობით, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის განხორციელების მონიტორინგის პლატფორმის ფარგლებში, შემოთავაზებულ იქნა რამდენიმე რეკომენდაცია, რაც კანონში შესაძლო ცვლილებების შემუშავებას საფუძვლად დაედება.

2023 წლის 10 აპრილს გამართულ პრეზენტაციაზე, განიხილეს თუ როგორ მუშაობს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი. ღონისძიებას უმასპინძლეს USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ და ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან თანამშრომლობით.

ღონისძიების ერთ-ერთი პრეზენტატორი იყო ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს იურიდიული ექსპერტი, ბატონი გიორგი ჯუღელი.