ინვესტორთა საბჭოს რიგით მეთექვსმეტე სხდომა

25 ნოე 2021

საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის გავლენა ეკონომიკაზე, ვაქცინაციის პროცესი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს ინვესტორთა საბჭოს რიგით მეთექვსმეტე სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში 2021 წლის 25 ნოემბერს გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთავრობის მეთაურმა გახსნა, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ბატონი მარკ კლეიტონი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალური დირექტორი კავკასიაში ქალბატონი კატარინა ბიორლინ ჰანსენი. ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა, ბატონმა გიორგი ჩერქეზიშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ანგარიში ბოლო პერიოდის საქმიანობის შესახებ.

საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს განახლებადი ენერგიის მიმართულებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა; სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტირების პერსპექტივები; ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ახალი ფინანსური ინსტრუმენტების შექმნა; სამშენებლო სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და ფარმაცევტულ ინდუსტრიასთან დაკავშირებული საკითხები.

„საბჭოს დღევანდელი სხდომა მოიცავდა ეკონომიკის თითქმის ყველა მიმართულებას და საინვესტიციო მდგომარეობას სხვადასხვა დარგში. საკითხები შეეხებოდა როგორც ენერგეტიკის სფეროს, ისე ფარმაცევტულ სექტორს, სახელმწიფო საწარმოების რეფორმებს და ფინანსური ინსტრუმენტების გაძლიერებას. დაისახა სამოქმედო გეგმები და უახლოეს დღეებში, მუშაობა სამუშაო ჯგუფების ფორმატში გაგრძელდება “, - განაცხადა ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა ბატონმა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

ინვესტორთა საბჭოს სხდომა ნაყოფიერად შეაფასა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა. „ინვესტორთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი დისკუსია. განვიხილეთ COVID-19-ის გავლენა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადზე, ასევე ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციები განახლებადი ენერგიის სექტორში, რომელიც წარმოადგენს ძალიან პერსპექტიულ მიმართულებას განვითარებისთვის. ასევე, განვიხილეთ უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდების - ობლიგაციების თემა. ეს არის ახალი კანონმდებლობა, რომელიც ძალიან მალე იქნება მიღებული და ხელს შეუწობს საქართველოში ფინანსური აქტივების შემოტანის