ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-19 სხდომა

22 თებ 2023

                                             

2023 წლის 22 თებერვალს, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით, ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-19 სხდომა გაიმართა.

სხდომა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.  მისასალმებელი სიტყვებით წარსდგნენ დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ბატონი მარკ კლეიტონი და EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში, ქალბატონი კატარინა ბიორლინ ჰანსენი.

ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა, ბატონმა გიორგი ჩერქეზიშვილმა სამდივნოს მიმდინარე და სამომავლო საქმიანობაზე ისაუბრა და ინვესტორთა საბჭოს ახლად არჩეული ორი არამუდმივი წევრი წარადგინა.

ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-19 სხდომის თემებს წარმოადგენდა: მწვანე ეკონომიკის განვითარების ინიციატივები; სამთო მრეწველობის შესაძლებლობები და გამოწვევები; განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაცია; შავი ზღვის პლატფორმის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და  შუა დერეფნის სატრანზიტო მარშრუტის განვითარების მიმართულებები.

ინვესტორთა საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, აქტიურად დაუჭირონ მხარი რეფორმებს, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასა და ასოცირების შესახებ შეთანხმების წარმატებით განხორციელებას.