ინვესტორთა საბჭოს გენდერული თანასწორობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

16 დეკ 2022

2021 წლის ნოემბერში, გენდერული თანასწორობის სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც საქართველოში არსებული ყველა ძირითადი ბიზნეს ასოციაციისა და ფინანსური ინსტიტუტისგან შედგება და რომელსაც  ინვესტორთა საბჭოს სამდივნო ხელმძღვანელობს.

16 დეკემბერს, 2022 წლის საქმიანობისა და წარმატებული შედეგების შესაჯამებლად, ინვესტორთა საბჭოს გენდერული თანასწორობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა 2022 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს და  იმ სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს, რომლებიც 2023 წელს, ინვესტორთა საბჭოს გენდერული თანასწორობის სამუშაო ჯგუფის უფრო პროდუქტიულ და ნაყოფიერ საქმიანობას უზრუნველყოფს.