ინვესტორთა საბჭოს გენდერული თანასწორობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

15 სექ 2022

                                                           

2022 წლის 15 სექტემბერს, ინვესტორთა საბჭოს გენდერული თანასწორობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დაესწრო გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი, ქალბატონი ელენე გაბელაია და შეხვედრის მონაწილებს ქალთა  გაძლიერების პრინციპების (WEPS) შესახებ ესაუბრა.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა განიხილეს სიახლეები გენდერული თანასწორობის  კანონებისა და პოლიტიკის შესახებ, გენდერული თანასწორობის სამუშაო ჯგუფის სამუშაო გეგმის განხორციელების პროცესი, აგრეთვე გაცვალეს მოსაზრებები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

  1. გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ დეკლარაცია - რომელიც გენდერული თანასწორობის მიმართ ინვესტორთა საბჭოს წევრი ბიზნეს ასოციაციებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ვალდებულების ფორმალიზებას ისახავს მიზნად;  
  2. გენდერულად მგრძნობიარე სახელმწიფო შესყიდვები – გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, ინვესტორთა საბჭოს გენდერული თანასწორობის სამუშაო ჯგუფი იკვლევს გენდერულად მგრძნობიარე სახელმწიფო შესყიდვების საერთაშორისო პრაქტიკასა და „ქალთა საკუთრებაში არსებული“ ბიზნესების სერტიფიცირების პრაქტიკას.
  3. ევროკავშირის მე-9 რეკომენდაცია - საქართველოს მიმართ ევროკავშირის თორმეტი რეკომენდაციიდან ერთ-ერთს წარმოადგენს „ძალისხმევის კონსოლიდაცია გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის“. მე-9 რეკომენდაციის შესასრულებლად, გენდერული თანასწორობის ეროვნულმა მექანიზმებმა (გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო და გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისია) 2022 წლის ბოლომდე შესასრულებელი პრიორიტეტული საკითხების გეგმის პროექტი შეიმუშავეს. ინვესტორთა საბჭოს გენდერული თანასწორობის სამუშაო ჯგუფის წევრებმა განიხილეს აღნიშნულ პროცესში გენდერული თანასწორობის სამუშაო ჯგუფის შესაძლო წვლილი.