ევრობანკი საქართველოში გადახდისუუნარობის სისტემის შეფასებას იწყებს

02 სექ 2020

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (ევრობანკი, EBRD) დაიწყო მისი ოპერირების იურისდიქციებში, მათ შორის საქართველოში, საწარმოთა რესტრუქტურიზების მექანიზმების შეფასება. შეფასების განხორციელებას ხელმძღვანელობს ევრობანკის სამართლებრივი ტრანსფორმაციის გუნდი, რომელიც მხარს უჭერს ინსტიტუციურ რეფორმებს კომერციული სამართლის რამდენიმე დარგში, მათ შორის გადახდისუუნარობის სფეროში. შეფასების განხორციელების პროცესში ინვესტორთა საბჭოს სამდივნო მჭიდროდ ითანამშრომლებს EBRD- ის სამართლებრივი ტრანსფორმაციის გუნდთან.

გადახდისუუნარობის ზოგადი ამოცანაა სიცოცხლისუუნარო ბიზნესების სწრაფი დასრულება და სიცოცხლისუნარიანი ბიზნესების გამოყვანა დროებითი ფინანსური სიძნელეებიდან. თუმცა, ბოლოდროინდელი გადახდისუუნარობის რეფორმები, უფრო მეტად, მიმართულია მოვალის ადრეულ რესტრუქტურიზებისა ან რეორგანიზაციისკენ, რათა თავიდან იქნას აცილებული სრულმასშტაბიანი გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

შეფასების ფარგლებში შესწავლილ იქნება ევრობანკის ოპერირების ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობა, რათა გამოიკვეთოს მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. ასევე გათვალისწინებულ იქნება დაინტერსებული მხარეების და გადახდისუუნარობის სისიტემის მომხმარებელთა მოსაზრებები, იმისთვის რომ სათანადოდ შეფასდეს მისი ეფექტურობა.
https://www.ebrd.com/news/2020/ebrd-launches-assessment-tool-to-help-mitigate-coronavirusimpact.html