Covid-19-ის გავლენის შეფასება საქართველოს ეკონომიკაზე და საშუალოვადიანი სტრატეგიის მომზადება ეკონომიკის აღდგენისთვის

25 მაი 2021

2021 წლის 25 მაისს, საქართველოს მთავრობას ტექნიკური დახმარების პროექტი „Covid19-ის გავლენის შეფასება საქართველოს ეკონომიკაზე და საშუალოვადიანი სტრატეგიის მომზადება ეკონომიკის აღდგენისთვის“ წარედგინა. საქართველოს მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, აღნიშნული პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ, ინვესტორთა საბჭოს ინიციატივითა და ბრიტანეთის მთავრობის კარგი მმართველობის ფონდის (GGF) დაფინანსებით განხორციელდა. კვლევა და ანალიზი PwC-ის პოლონეთის, ინდოეთისა და საქართველოს ექსპერტების მიერ მომზადდა და იგი PwC-ს პარტნიორმა; ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის საჯარო სექტორისა და ინფრასტრუქტურის ლიდერმა/ გლობალურმა ლიდერმა საერთაშორისო განვითარების მიმართულებით-ქალბატონმა აგნიეშკა გაიევსკამ წარადგინა.

პრეზენტაცია მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა-ქალბატონმა ნათია თურნავამ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა-ბატონმა ლაშა ხუციშვილმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა-ბატონმა ილია დარჩიაშვილმა, EBRD-ის კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა- ქალბატონმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა და დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში - ბატონმა მარკ კლეიტონმა. პრეზენტაციას უძღვებოდა ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს უფროსი- ბატონი გიორგი ჩერქეზიშვილი.

„ეკონომიკური გავლენის შეფასების მოდელი მთავრობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი სამომავლო ნაბიჯების კუთხით, დამატებითი სიცხადის საშუალებას გვაძლევს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლის გაზრდა, მთავრობისთვის პრიორიტეტულია.ანგარიშში წარმოდგენილი რამდენიმე მნიშვნელოვანი ხედვა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკვანძო დაბრკოლებებს უსვამს ხაზს. რეკომენდაციების საფუძველზე, სამინისტრომ აქტიური პროცესის წარმართვა უკვე დაიწყო.“ განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა-ქალბატონმა ნათია თურნავამ.

პროექტის ფარგლებში, შეფასდა პანდემიის გავლენა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე. აუდიტორიას წარედგინა ძირითადი გამოწვევები; უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოსაზიდად, მოკლევადიანი და საშუალოვადიანი რეკომენდაციები; შემუშავდა ეკონომიკური მოდელები, რომლებიც ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს წარედგინათ.

კვლევა